მშენებლობა
სორტირება
მშენებლობა
ინტერიერი
არქიტექტურა
სამშენებლო კომპანია
უძრავი ქონება
ლითონის ნაკეთობები
anagi.ge http://anagi.ge/ ჰიტები: 169 სამშენებლო კომპანია “ანაგი” წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე მრავალპროფილიან სამშენებლო ორგანიზაციას, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს სამშენებლო საქმიანობის მომსახურების სრულ პაკეტს: საპროექტო საქმიანობიდან – ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
ჩვენი ძირითადი საქმიანობაა სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა.
2011 წლიდან კომპანიაში დაინერგა და დღესაც მოქმედებს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა
ISO – 9001. კომპანია სამშენებლო პროექტებს მართავს თანამედროვე სისტემების გამოყენებით.
“ანაგი” დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა ძირითადი ნაწილის მუშაობის სტაჟი მშენებლობაში აღემატება 10 წელს.
მთლიანად კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
დამკვეთებთან ურთიერთობაში ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპია, ობიექტების სახელშეკრულებო ვადებში ჩაბარება, ხარისხი და საიმედოობა.

azimuti.ge http://www.azimuti.ge/index.php?lg= ჰიტები: 99 სამშენებლო კომპანია შპს „აზიმუტი“ დაარსდა 1993 წელს . მისი დამფუძნებელი გახლავთ ქ-ნი ლეილა ნიკოლეიშვილი, ხოლო პრეზიდენტი ბ-ნი თეიმურაზ ნიკოლეიშვილი. შპს „აზიმუტი“-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება უახლესი , თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენი მისიაა ვაშენოთ საფუძვლიანად და ხარისხიანად.
კომპანიას გააჩნია საკუთარი წარმოება, რაც აისახება სამუშაოების ხარისხზე.შესრულების ვადებზე საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე. ზუსტად ამ თვისებების გამო კომპანია „აზიმუტს“ უკავია საკმაოდ დიდი და პრესტიჟული ადგილი ქართულ სამშენებლო ბაზარზე.კომპანიას ემსახურება მოწყობილობებით აღჭურვილი საშენი მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.
კომპანია“აზიმუტი“ ფლობს მძლავრ ტექნიკურ ბაზას და გააჩნია საკუთარი თანამედროვე ბეტონის საამქრო, რომელიც აწყობილია „schwing stetteter”-ის ფირმის ბეტონის კვანძზე. ეს არის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი მინი-ქარხანა , რომლის წარმადობა არის 56 მ3 მზა პროდუქტი საათში.
ქარხანა აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით , თანამედროვე სამართავი საშუალებებით და Mercedes-ის ტიპის ბეტონმზიდები და ბეტონის მიმწოდებელი პომპა. კომპანია „აზიმუტი“-მა ამ შენაძენით აიღო გეზი მაღალი ხარისხის პროდუქტზე, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში სამშენებლო ბაზრის დონის ამაღლებას.

dona.ge http://www.dona.ge/intro.html ჰიტები: 95 შ.პ.ს ,,დონა გრუპი” საქართველოში დაარსდა 2009 წლის ოქტომბერში ქართველი-ებრაელი ბიზნესმენის შალომ შაის (შიმშილაშვილი) მიერ. შალომ შაი გახლავთ კომპანია ,,დონა”-ს დამფუძნებელი ისრაელში, რომელიც 30 წელია მოღვაწეობს სამშენებლო ბიზნესში და ერთ-ერთი ლიდერია ებრაულ სამშენებლო კომპანიებს შორის. “დონა” ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს საცხოვრებელი და საოფისე კომლექსების მშენებლობას, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტით, დახვეწილი დიზაინით და შესაშური კომფორტით.

2011 წელს ჟურნალ "გლობსის" გამოკვლევის მიხედვით კომპანია "დონა" დასახელდა რიგით მეორე დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიად ისრაელში მიმზიდველი ფასების და გამორჩეული სამშენებლო კულტურის და მასშტაბის მიხედვით.

”დონა გრუპი” საქართველოში ახორციელებს ორი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას თბილისის სხვადასხვა უბანში - ,,დონა პალასი ორთაჭალა” და “დონა პალასი საბურთალო”.

ხარისხი, კომფორტი, გარანტია